ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ ამერიკელ კოლეგა ენდი ჯენსენსა და პოლონელ მარიუშ კანტურსკისთან ერთად ბუგრის მეცნიერებისათვის ახალი სახეობა აღწერა. Ericaphis voegtlini sp. n. ბინადრობს მასპინძელ მცენარე Chamaebatia foliolosa (Rosaceae)-ზე კალიფორნიაში. აღწერილია ახალი სახეობის უფრთო და ფრთიანი პართენოგენეზური მდედრები. აღნიშნული სახეობა განსხვავდება გვარ Ericaphis Börner, 1939-ის ყველა დანარჩენი სახეობებისაგან საკმაოდ გრძელი და უდრეკი დორსალური ჯაგრებითა და მკაფიოდ გაფართოებული საწვნე მილებით, რომლებზეც კარგადაა განვითარებული პოლიგონალური ბადიანობა. ახალი სახეობა, სავარაუდოდ, კალიფორნიის ენდემია, როგორც მისი მასპინძელი მცენარე.
სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ ZooKeys-ში.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.