
სამხრეთ კავკასიის ენდემური, წყლის ლოკოკინის – მელანოფსისის ისტორიული ფილოგეოგრაფიის შესახებ ახალი კვლევა ჟურნალ Zoologia Scripta-ში დაიბეჭდა. ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ანი ბიკაშივილი და თანავტორები, მოლეკულური გენეტიკური კვლევის საფუძველზე ადასტრურებენ Melanopsis minigrelica-ს როგორც ენდემური სახეობის ვალიდურობას და აჩვენებენ რომ კოლხეთის დაბლობის მდინარეები, ამ სახეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა რეფუგიუმს. ასევე ნაჩვენებია რომ აღმოსავლთ საქართველოში და ზოგადად კასპიის ზღვის აუზში მელანოფსის გავრცელება შედარებით გვიანდელი, გამყინვარების შემდგომი დისპერსიის შედეგია. პუბლიკაციის სრულად გასაცნობად მიყევით ლინკს.