ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ბოლოფეხიანების ახალი სახეობა აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ ამერიკელ კოლეგა ფელიპე სოტო-ადამესთან ერთად აღწერა მეცნიერებისათვის ახალი ბოლოფეხიანების სახეობა Plutomurus jordanai Barjadze & Soto-Adames sp. nov. ზედა ქვილიშორის მღვიმიდან (იმერეთი, საქართველო). სტატიაში ასევე მოცემულია Plutomurus birsteini Djanashvili & Barjadze, 2011-ის ზოგიერთი ნიშან-თვისებების დეტალური აღწერა.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში: https://bit.ly/3dNqMX7

Facebook