ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა მწერის ახალი სახეობა აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ უცხოელ კოლეგებთან ერთად მეცნიერებისათვის ახალი მწერის სახეობა აღწერა.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Bonn Zoological Bulletin-ში.

მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ პოლონელ მეცნიერ მარიუშ კანტურსკისა და ყაზახ მეცნიერ რუსტემ კადირბეკოვთან ერთად აღწერა მეცნიერებისათვის ახალი მწერის სახეობა Lipaphis (Lipaphidiella) holmani sp. nov., მობინადრე მცენარე Lepidium virginicum L. (Brassicaceae)-ზე, სამხრეთ კორეიდან უფრთო პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.

აღწერილია ასევე Lipaphis ruderalis Börner, 1939-ის მანამდე უცნობი სქესობრივი მდედრები ჩეხეთიდან და ხელახლა მოკლედ აღწერილი Lipaphis sisymbrii Bozhko, 1976-ის უფრთო პართენოგენეზური მდედრები, ამ სახეობის მანამდე უცნობი ფრთიანი პართენოგენეზური მდედრები ყაზახეთიდან კი – პირველად.

ასევე გადაიტანეს Lipaphis sisymbrii-ი ქვეგვარ Lipaphidiella-ში. სტატიაში მოცემულია მსოფლიოში გავრცელებული ქვეგვარ Lipaphidiella-ში შემავალი ბუგრების სახეობების სარკვევი უფრთო პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://zoologicalbulletin.de/articles/online-first

2022 წელი

Facebook