ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ხოჭოს ახალი სახეობა აღწერეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა და ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტმა ეთერ მაღრაძემ ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ შალვა ბარჯაძესთან, ფრანგ მეცნიერთან, დოქტორ არნო ფაისა და ჩეხ მეცნიერ პიტერ ჰლავაჩთან ერთად პრომეთეს მღვიმეში ხოჭოს მეცნიერებისათვის ახალი სახეობა აღწერა. ხოჭოს ახალი სახეობა  Bergrothiabarbakadzei sp. nov. აღმოჩინეს დათვის, პრომეთესა და მელოურის მღვიმეებში (სათაფლია–წყალტუბოს კარსტული მასივი, წყალტუბოს რაიონი). ახალი სახეობა აღწერილი, ილუსტრირებული და დიფერენცირებულია გვარ Bergrothia-ს მორფოლოგიურად მსგავსი სახეობისგან – B. mingrelica (Reitter). B. barbakadzei sp. nov. არის გვარ Bergrothia-ს პირველი მღვიმური სახეობა. სტატიაში უზრუნველყოფილია ამ გვარის სახეობების სარკვევი.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ „ზოოტაქსაში“. სტატია იხილეთ აქ.

Facebook